მიმართვა

სტუდენტური თვითმმართველობა ჩართულია საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და მისი მიზნები სრულ თანხვედრაშია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესთან. ჩვენს მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები მორგებულია თანამედროვე ახალგაზრდობის ინტერესებსა და მოთხოვნილებებზე, დატვირთულია მრავალფეროვანი შემეცნებითი, სპორტული და კულტურული აქტივობებით, არის მუდმივად განახლებადი და ღია ახალი იდეებისთვის. ჩვენი მიზანია სხვა უმაღლესი სასწავლებლების გამოწვევა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში და მიღწეული შედეგების გაათმაგება დევიზით: ,,უფრო მეტი ვიდრე აქამდე“. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით სარიშვილი

ვიზიტი იაპონიის საელჩოში. იაპონიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო








  იაპონიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით სტუდენტები რექტორატთან ერთად უნივერსიტეტებს შორის პირველები მივიდნენ იაპონიის საელჩოში, მიუსამძიმრეს იაპონიის ელჩს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იაპონელი ხალხის ხსოვნას და ჩანაწერები გააკეთეს სამძიმრის წიგნში.






















მოკლედ სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ
 გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა 1999 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე თვითმმართველობა მრავალი ათეული პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორია, როგორც უნივერსიტეტის მაშტაბით ასევე მის ფარგლებს გარეთ. თვითმმართველობა თანამშრომლობს საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე უცხოელ პარტნიორებთან რის შედეგადაც მრავალი ახალგაზრდული პროექტის განხორციელება გახდა შესაძლებელი.
სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობს ძირითადი მიმართულებებია: განათლება, (არაფორმალური განათლება) მეცნიერება, კულტურა, სპორტი, ტურიზმი, ქველმოქმედება, სოციოლოგიური კვლევები და სტუდენტთა უფლებები.
თვითმმართველობის პრეზიდენტები:
გიორგი გაგიშვილი  -  1999 - 2002.წ.
თემურ ქორიძე -  2002 - 2004.წ.
სოსო თოდუა  - 2004 - 2006.წ.
ნიკოლოზ ჯანელიძე  -  2006 -2008.წ.
გიორგი ხუროშვილი  - 2008.წ.  - 2009წ.
ლევან გუგუშვილი - 2009წ. - 2010 წ.
დავით სარიშვილი - 2010წ - დღემდე  

კარნავალი

  2010 წლის 20 დეკემბერს უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის დავით სარიშვილი ინიციატივით და უნივერსიტეტის რექტორის, მამუკა თავხელიძის თანადგომით კლუბ ,,ქალაქურში” ჩატარდა საახალწლო კარნავალი, რომელშიც სტუდენტებთან და პრფერსორმასწავლებლებთან ერთად უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც იღებდნენ მონაწილეობას.








25 თებერვალი იუნკერების ხსენების დღე, კოჯორში იუნკერების მემორიალთან

 2010 წლის 25 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, სტუდენტებთან ერთად მიიღო მონაწილეობა საქართველოს ოკუპაციის დღეს დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც პატივი მიაგეს ამ ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას, გაიხსენეს მათი თავდადება, გვირგვინით შეამკეს კოჯორში არსებული იუნკერების მემორიალი და დაესწრნენ საქართველოსთვის თავდადებულ გმირთა სული მოსახსენიებელ პანაშვიდს რომელიც მამა იაკობმა გადაიხადა.