ექსკურსიები

მარტყოფი
2010 წლის 30 ოქტომბერი

2010 წლის 30 ოქტომბერს გრიგოლ  რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის კანდიდატის დავით სარიშვილის ინიციატივით მოეწყო ექსკურსია სოფელ მარტყოფის ანტონ მარტყოფელის სახელობის მონასტერში,  რომელიც VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენს. ეს გახლდათ წინასაარჩევნო ექსკურსია,  რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტთა დაახლოვებას,  სულიერების ამაღლებას და თვითმმართველობის პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამის გაცნობას.
  სტუდენტები დაესწრნენ პარაკლისს,  დაათვალიერეს სამონასტრო კომპლექსი და მიმდინარე ტერიტორია.  გაეცნენ თვითმმართველობის პრეზიდენტობის  კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამას და ახალი იმედებით დაბრუნდნენ თბილისში.


 
ყინწვისი
2010 წლის 14 ნოემბერი
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ 2010 წლის 14 ნოემბერს მოაწყო ექსკურსია ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში,  სადაც შედის წმინდა ღვთისმშობლის სახელობის და წმინდა ნიკოლოზის სახელობის  მონასტრები.
                        ყინწვისის მოხატულობა წარმოადგენს XIII საუკუნის ფერწერას. 
                        სტუდენტები გაეცნენ ყინწვისის ისტორიას,  დაახლოვდნენ ერთმანეთთან და დასახეს გეგმები მომავალი ურთიერთობისათვის. 
შემდეგ კი მინდორში დაანთეს  კოცონი,  შეწვეს  მწვადები და საღამო გიტარის თანხლებით კარგ ნოტაზე დაასრულეს.

 



სიღნაღი და ბოდბე
2010 წლის 20 ნოემბერი

 2010 წლის 20 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო ექსკურსია სიღნაღში და ბოდბეში.  პროტოკოლი ითვალისწინებდა რეკონსტრუირებული სიღნაღის დათვალიერებას და ბოდბის მონასტერის მოლოცვას.
სიღნაღს დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.  2004 წლის შემდეგ ამ ქალაქის განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტად იქცა და მაქსიმალური შედეგი იქნა მიღწეული.
სტუდენტები  მოიხიბლნენ ქალაქის იერსახით,  არქიტექტურული ძეგლებით და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატებით.
სიღნაღის შემდეგ წავიდნენ ბოდბეში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში მოსალოცად.  სტუდენტები ჩავიდნენ წმინდა ნინოს სახელობის წყალში და მიიღეს სულიერი სიამოვნება.
ექსკურსია დასრულდა სადილით,  რომელიც ფაცხებში მოაწყეს და წარმატება უსურვეს თავიანთ ქვეყანას.