გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ უნივერსიტეტის ფაკულტეტებს შორის მოაწყო ინტელექტუალური შეჯიბრი ,,რა? სად?როდის?” შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 5 გუნდი, სადაც პირველი ადგილი ბიზნესის ფაკულტეტის გუნდმა დაიკავა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ:
1) თამაზ ჩხეიძე
2) გურამ ჯიხვაშვილი
3) ირაკლი მდინარაძე
4) საბა ჭიჭინაძე
5) გოჩა ქათამაძე
6) ირაკლი ახალაია