2010 წლის 3 დეკემბერს სტუდენტური თვითმმართველობისა და მისი პრეზიდენტის დავით სარიშვილის ინიციატივით ჩატარდა საფეხბურთო ტურნირი, რომელიც მიეძღვნა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის ზურაბ ასანიძის ხსოვნას. ჩემპიონატში უნივერსიტეტის 10 გუნდი იღებდა მონაწილეობას, ფინალში კი ერთმანეთს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდი და ლექტორებით დაკომპლექტებული გუნდი შეხვდნენ. ჩემპიონები ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები გახდნენ. ტურნირის ფინალისტები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო მედლებით, სიგელებით და ფულადი პრემიით, ხოლო გამარჯვებულ გუნდს ზურაბ ასანიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცა.