მსვლელობები


        ვიზიტი ვაკის პარკში და 9 მაისის მილოცვა ომის ვეტერანებისთვის
  2011 წლის 9 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდა ვაკის პარკში, რათა პატივი მიეგოთ ამ დღეს დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი. მათ გვირგვინით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი, შეხვდნენ ომის ვეტერანებს და მიულოცეს მათ 9 მაისი. ვეტერანებმა გაიხსენეს ძველი დრო  და გაუზიარეს სტუდენტებს თავიანთი შთაბეჭდილებები ამ დღესთან დაკავშირებით. 





















    ასი ათასი მოწამის ხსენების დღე




13/11/2010 - 11:56 / შაბათი

2010 წლის 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II -ის ლოცვა-კურთხევით,  მოეწყო ფეხით მსვლელობა მეტეხის ხიდზე. იქ, სადაც ეწამა ასი ათასი მოწამე.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიც მონაწილეობდა მსვლელობაში.
  პატრიარქმა მოუწოდა ერს სულიერებისაკენ სახელმწიფოსა და პიროვნული ღირსების გაფრთხილებისაკენ და უსურვა ერს სიმრთელე და წარმატება.