შეხვედრა ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრის წარმომადგენლებთან
2010 წლის 29 ნოემბერს, 15:00 საათზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევების და ანალიზის ცენტრის წარმომადგენლებს.
სტუმრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ინფორმაციულ უსაფრთხოებაში თანამედროვე საფრთხეებისა და ტენდეციების შესახებ, საერთაშორისო ტერორიზმის რაობაზე, დაზვერვის სახეებზე, მიზნებზე, ამოცანებზე და ხერხებზე, კიბერ შპიონაჟზე და მის სამართლებრივ ასპექტებზე, ჰაკერებთან ბრძოლის გზებზე, მეკობრეობის გავლენაზე ეკონომიკასა და IT ინდუსტრიაში. ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებზე და სხვა მრავალი საკითხის გაცნობის შემდეგ, ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს შესთავაზეს ინტერაქტიული სწავლების მეთოდი და გააცნეს contact@ssac.ge, სადაც დაწვრილებითაა განხილული ყველა საკითხი და შესთავაზეს სტუდენტებს სწავლება გარკვეული ანაზღაურების საფასურად.
შეხვედრა ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ნათია თურნავასთან
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, 7 აპრილს 12:00 საათზე მოეწყო შეხვედრა ,,საქარველოს ინდუსტრიული ჯგუფი” -ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნათია თურნავასთან. შეხვედრის თემა იყო ,,ეკონომიკური ვითარება საქართველოში”, სადაც საუბარი გაიმართა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათ გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, ასევე კერძო ბიზნესის განვითარების ხელშემშლელ გარემოებებზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი ქართული წარმოების განვითარების და რეგულირების,ასევე საბაჟო პოლიტიკის საკითხებმა გამოიწვია. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა.
შეხვედრა ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველო" – სთან
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი და ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრი, ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით
2011 წლის 18 აპრილს 15:00 საათზე სტუდენტური თვითმმართველობისა და ბიზნესისა და მართვის სკოლის ინიციატივით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა (პრეზენტაცია) თემაზე: ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა" და საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური პოლიტიკა. მოცემული პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებისათვის საუკეთესო სტუდენტური ნაშრომისა გამოსავლენად.
შეხვედრა მერსედესის ფედერაციასთან
2011 წლის 29 აპრილს 17:00 საათზე, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა მერსედესის ფედერაციის პრეზენტაცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. პრეზენტაციის თემა იყო სამეგრელოს რაიონ სოფელ ინგირში აეროპორტის ტერიტორიაზე დრაგის გამართვა. მერსედესის ფედერაციას ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში ხელი შეუწყო და მხარდაჭერა გაუწია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორატმა და სტუდენტურმა თვითმმართველობამ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა.